კოპენჰაგენის ცენტრში ათასობით სტუდენტმა მსვლელობა გამართა. დემონსტრანტები მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომელიც სახელმწიფო სტუდენტური გრანტის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.
როგორც მედია წერს, მეტე ფრედერიქსენის სოციალ-დემოკრატების მთავრობამ გადაწყვიტა, შეუმციროს სტიპენდია იმ სტუდენტებს, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და ოჯახის შემოსავალი დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს. კენჭისყრა კანონპროექტზე დეკემბერში გაიმართება.
მომიტინგეები ქალაქის ბიბლიოთეკიდან პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც აქცია გაიმართა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, დანიელ ახალგაზრდებს, გვქონდეს ფული, მაგალითად, ავტობუსის ბარათის საყიდლად ან იმისთვის, რომ მშობლებისგან დამოუკიდებლად ვიცხოვროთ. მიმაჩნია, რომ მთავრობა ამის წართმევას ცდილობს და ეს მომავლისთვის უდიდესი პრობლემაა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.




