ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. მედიის ცნობით, დემონსტრანტები ასაფრენ ბილიკებთან შეიკრიბნენ და თვითმფრინავებს აფრენის საშუალებას არ აძლევენ.
აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, არ მივიდნენ აეროპორტში სანამ ფრენის სტატუსს არ შეამოწმებენ. კლიმატის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ექვსმა მომიტინგემ გადაკვეთა შესასვლელი და მივიდა ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე.
მომიტინგეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: „ნავთი კლავს“. აქტივისტები ითხოვენ, რომ გერმანიის მთავრობამ ხელი შეუწყოს 2030 წლისთვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეზღუდვის შესახებ.