ნიკა გვარამია ნიჭიერი ცინიკოსია, თურმე რუსეთთან ფრენები ახლა გახდა მისაღები, ახლა რიტორიკის შეცვლა უწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მათ არც ღირსება და პრინციპი აქვთ.

„ნიკა გვარამია ნიჭიერი ცინიკოსია. ჯერ „რა, სად, როდის“ ნიჭიერი იყო, შემდეგ ზონდერ პროკურორი გახდა, შემდეგ მედიამენეჯერის მანტია მოისხა და ახლა პოლიტიკაში შემოვიდა. კარგი შემსრულებელი იყო, ერთ-ერთი ჯალათი იყო სააკაშვილის კარზე. დებატები „კვესოსთან“ ჰქონდა, ასე მოფერებით ვეძახი. რუსეთთან ფრენები როცა აღდგა, ეს როგორ გაბედეთო და რუსეთუმეს გვეძახდა, ახლა რა მოვისმინეთ „კვესოსთან“? – რუსეთთან ვაჭრობა უნდა იყოსო, რუსი ტურისტები შემოვიდნენო. ჰგონიათ, მათი განცხადებები ხალხს არ ახსოვს და ფერიცვალება მოხდა? იმიტომ არიან სამარცხვინოები, რომ არ აქვთ ღირსება, არც პრინციპი და არც იმის ერთი ადგილიც, რისი სჯერათ, იმას მიჰყვნენ. კარზეა არჩევნები და თურმე ფრენები მისაღები ახლა გახდა. რუსეთს სტრატეგიული ობიექტები სწორედ ამ ხალხმა მისცა, მათი პოლიტიკის გამტარებლები არიან. ახლა უწევთ – უკან ჩააგდონ „ზადნიში“ და რიტორიკა შეცვალონ, აი, ეს ხალხი არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.