უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ მიიღწევა, აშშ "სერიოზული" სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლას გაზრდის.

"შესაძლოა, რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესდეს, თუ მშვიდობის საკითხში პროგრესი არ იქნება" -  განაცხადა კიტ კელოგმა  Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ს რუსეთის დასანქცირების აქტი მზად აქვს და ეს სანქციები ძალიან სერიოზული და იმაზე მკაცრია, ვიდრე აქამდე ყოფილა.