ასეთ განცხადება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა და უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში გააკეთა.

ევროპაში გაზის ფასი კვირის განმავლობაში 97%-ით გაიზრდება. ფასები გაცილებით ბევრად უფრო მაღალი იქნება. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ურსულას, კაიას და სხვა რუსოფობ პოლიტიკოსებს. ისინი მალე საკუთარი ხელით  დაიწყებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენას“ , - წერს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი.


შეგახსენებთ, რომ ირანზე ისრაელის და აშშ-ის სამხედრო დარტყმების შემდეგ ჯერ ყატარმა შეაჩერა თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოება, შემდეგ კი ერაყმა ნავთობის მოპოვება თავის უდიდეს საბადოზე შეაჩერა