ნავთობის სამინისტრომ რუმაილას საბადოს ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომლითაც სამხრეთ რუმაილას საბადოზე ნავთობის მოპოვებისა და ამოტუმბვის სრული შეწყვეტა მოითხოვა.

ნავთობის სამინისტროს წერილში  ნათქვამია: „უაღრესად სერიოზული საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებისა და ჰორმუზის სრუტის შემდგომი დახურვის გამო, რამაც ჩვენს საცავებში ნავთობის მარაგების კრიტიკულ დონემდე მიყვანა გამოიწვია, ჩვენ ვითხოვთ სამხრეთ რუმაილას საბადოზე წარმოებისა და ამოტუმბვის 100%-ით შეწყვეტასს, რაც ძალაში შევა 2026 წლის 3 მარტი, 15:00 საათიდან.“

ბასრას პროვინციაში მდებარე რუმაილას საბადო ერაყის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადოა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერაყის ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყატარმა თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოება შეაჩერა.