უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისი ბლოკირება პოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული.
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში ორი თანამგზავრული ფოტო გამოაქვეყნა. ორივე ფოტოზე ბროდის ნავთობგადასაქაჩი სადგური და მისი მიდამოებია. ერთი ფოტო 31 იანვარსაა გადაღებული, მეორე კი 21 თებერვალს.
თანამგზავრული ფოტოები არ ტყუიან. ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს შანტაჟი, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და აღადგინოს ნავთობის ტრანსპორტირება უნგრეთში, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.




