აშშ რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის მიტანის ფაქტს გმობს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა განხორცილდა 100-ზე მეტი რაკეტისა და 100 ირანული დრონის გამოყენებით, რასაც მოჰყვა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და სამიზნე 20–ზე მეტი კრიტიკული ენერგოობიექტი იყო. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ კოალიციის ხელმძღვანელობას, რომელიც 50–ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას", – განაცხადა მან.