ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო საგენტოები ავრცელებენ.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუს მილიარდერ რომან აბრფამოვიჩს მოუწოდა „დაუყოვნებლივ გადაუხადოს კომპენსაცია“ ომის მსხვერლპ უკრაინელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აბრამოვიჩს, სტარმერის თქმით, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.

„ჩემი გზავნილი აბრამოვიჩისადმი ნათელია: დრო იწურება“, - განაცხადა კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას.

„ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, 2022 წელს პირობა დადო, რომ კლუბის გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მსხვერპლთა დასახმარებლად იქნებოდა გამოყენებული. თუმცა, იმის გამო, რომ უთანხმოება წარმოიშვა დახმარების ადრესატთა საკითხში, თანხის გაცემა შეფერხდა და ამჟამად ის დიდი ბრიტანეთის საბანკო ანგარიშზეა გაყინული.

მთავრობას სურს, რომ თანხა ჰუმანიტარული დახმარებისთვის იქნას გამოყენებული, მაგრამ ბატონმა აბრამოვიჩმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ის „ომის ყველა მსხვერპლისთვის“ უნდა იქნას გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებსაც შეუძლიათ ისარგებლონ.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად აბრამოვიჩს ამ თანხაზე სანქციების წვდომა არ აქვს, მაგრამ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი კანონიერად მაინც მისია.

„შეასრულეთ თქვენი დაპირება და გადაიხადეთ ახლავე, თუ არა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სამართლებრივი ზომები და უზრუნველვყოთ, რომ ყოველი პენი მივა მათამდე, ვისი სიცოცხლეც პუტინის უკანონო ომმა გაანადგურა“, - მიმართა კირ სტარმერმა რომან აბრამოვიჩს.