უკრაინის დედაქალაქში რუსული ძალების მორიგი თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დარტყმის მთავარი სამიზნე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი გახდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ.
თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნგრევისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ზუსტდება. ოფიციალური პირები მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და საჰაერო განგაშის სიგნალებისადმი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.




