იემენის მთელი სანაპირო ზოლი წითელ ზვაზე ახლა ხуსების კონტროლის ქვეშაა.ძირი

ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტის შესასვლელთან მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქ  დუბაბი აიღეს და წითელი ზღვის იემენის მთელ სანაპირო ზოლზე დაამყარეს კონტროლი.

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, შეტევითი ოპერაცია 18 საათს გაგრძელდა და დასრულდა წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე სრული კონტროლის დამყარებით. ქალაქის აღების შემდეგ ჰუსიტებმა სამხრეთით წაიწიეს და მცირე წინააღმდეგობის შემდეგ დუბაბის სამხრეთით მდებარე ბოლო პატარა ქალაქი მურადი და სრუტეში მდებარე კუნძული მაიუნი.

საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი, საერთაშორისოდ აღიარებული იემენის მთავრობის სამხედრო ძალები სრულად გავიდნენ ტერიტორიიდან.

მედიის ცნობით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ორჯერ მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტს და სთხოვა ჰუსიტებისთვის დაერტყა, მაგრამ ტრამპს კიდევ ერთი ფრონტის გახსნა არ სურს.

ცნობისთვის, გუშინ, ალ-მოხაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი არაა სრუტის ბლოკირება და მხოლოდ საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს აუკრძალავენ მათ კონტროლქვეშ მყოფი სანაოსნო გზით სარგებლობას. შესაძლოა, ესაა მიზეზი, რომ მათ მიერ სრუტის შესასვლელზე კონტროლის დამყარებას ნავთობის ფასების ზრდა კი არ მოჰყვა, პირიქით მოხდა და ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 109 დოლარიდან ამ მომენტისთვის 104 დოლარზეა ჩამოსული.

წყარო: „ალ-ჯაზირა“

მოამზადა რაულ კაპანაძემ