ხარკოვის ოლქში, ჩუგუევის რაიონის სოფელ ბუგაევკაში, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული მასშტაბური საარტილერიო დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, იერიშის ძირითადი სამიზნე სოფლის საცხოვრებელი სექტორი გახდა. მტრის ცეცხლმა სრულებით დაანგრია და დააზიანა მრავალი საცხოვრებელი სახლი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებების მიერ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (ომის დანაშაული, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) უკვე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ნანგრევების გასუფთავებისა და ზიანის საბოლოო დაზუსტების სამუშაოებს აწარმოებენ.




