Ipsos-მა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურის დასრულების ბოლო მომენტში ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით მიღებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.

კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოცხადებული Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა, პროევროპელმა ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 50,3%-ით მიიღო, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატმა ნაციონალისტმა, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა კაროლ ნავროცკიმ კი 49,7%.

Ipsos-ის ეგზიტპოლი, რომელიც  საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებულ კვლევის შედეგებზე იყო დაფუძნებული, დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაზუსტდა ხმის მიცემის ბოლო მომენტში ჩატარებული კვლევის მონაცემების გათვალისწინებით და ამჯერად მან კაროლ ნავროცკის უპირატესობა დააფიქსირა.

Telewizja Polsat-ის, TVP-ის და TVN-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემებს ეფუძნება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკის ამომრჩეველთა 51%-მა დაუჭირა მხარი, რაფალ ტშასკოვსკის კი 49%-მა.