ამის შესახებ კანადის ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაცია (CBC) იუწყება.

ოთხშაბათს, კანადის დედაქალაქ ოტავის საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ტრამპის გამზირისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.  

გადაწყვეტილება კანადასა და ამერიკის პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობის გამწვავების ფონზე მიიღეს.

„მე არ მომწონს იდეა, რომ ჩვენს ქალაქში რამეს დონალდ ტრამპის სახელი ერქვას. მან კანადის მიმართ მტრული განწყობა გამოხატა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ოტავის მერმა მარკ სატკლიფმა. 

ახალი სახელის არჩევა მცხოვრებლებზეა დამოკიდებული. ისინი ახლა სამუშაო ჯგუფს შექმნიან ახალი სახელის შესარჩევად. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ