ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერზე დაწერა
კანადა მხარს უჭერს უკრაინას. აშშ-თან ერთად ჩვენ უკრაინულ ძალებს მივაწოდეთ რამდენიმე M777 ჰაუბიცა და მათი საბრძოლო მასალები. ჩვენ ასევე მივაწოდეთ უკრაინას Carl Gustaf-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის დამატებითი პარტია. მივაწვდით ჯავშანტექნიკა და აღმოვუჩენთ სხვადასხვა სახის დახმარებას, - წერს კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი. კანადური CBC News-ის ცნობით, კანადამ უკრაინას ავღანეთის ომისთვის მის მიერ შეძენილი 37 საველე ჰაუბიციდან 4 გადასცა. გამოცემა აცხადებს, რომ ჰაუბიცებთან ერთად გადაცემულია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და, როგორც მას თავდაცვის სფეროში ჩახედული სამი წყაროდან ერთ-ერთმა განუცხადა, პაკეტში შედიოდა აგრეთვე Excalibur-ის რამდენიმე, GPS-ის მართვადი სისტემის მქონე ზეზუსტი ჭურვი, თითოეული 112 ათას დოლარის ღირებულების.