კანადა უკრაინას 29 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ  გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა

დახმარების დიდი ნაწილი (26 მლნ დოლარი) უკრაინას საწვავის სახით გადაეცემა, თუმცა პაკეტში ასევე შევა კანადური კომპანია  Prairie Gun Works-ის მიერ წარმოებული  40 სნაიპერული იარაღი და 16 რადიოსადგური გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის.

ერთი კვირის წინ ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ოტავამ აიღო ვალდებულება კიევს 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიოს.  

კანადის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და სხვა მოსაზრებით უკვე 8 მლრდ დოლარს შეადგენს.