აშშ-ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჰარისი, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მან დადებითად უპასუხა.
"ამომრჩეველი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორის და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი. მჯერა, რომ დონალდი საშიშია. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ის ეუბნება თავის გენერლებს, არსებითად, რატომ არ შეიძლება ჰიტლერის გენერლებს დაემსგავსოთ?" – განაცხადა ჰარისმა.
კამალა ჰარისის თქმით, ლიდერები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია.
"მე ასევე მჯერა, რომ უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ ამ საკითხში", – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.