საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს, - ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იტყობინება.
"დღეს ჩვენ მათ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადების წარდგენით პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს",- წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი X-ზე და ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის მიერ წარდგენილ წინადადებას აქვეყნებს.
Georgian authorities cannot repress peaceful protests without consequences.
— Kaja Kallas (@kajakallas) December 20, 2024
Today, we are holding them accountable by proposing to suspend the visa-free regime for diplomatic and official passport holders.
We are also discussing additional measures. pic.twitter.com/UnL6FwYQSA