ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთის მთავარი სპონსორია უკრაინაში მიმდინარე ომში. 

ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ საომარ ფრონტზე უკრაინელების მიერ ჩინელი სამხედროების დაკავების შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის არმია მონაწილეობს ომში, მაგრამ, მათ შეუძლიათ გაგვიზიარონ ინფორმაცია, რომელიც იციან ამის შესახებ. ნათელია, რომ ჩინეთი არის მთავარი სპონსორი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის წარმოებას ასეთი მასშტაბით. ჩვენ ვიცით, რომ ორმაგი დანიშნულების საქონლის 80%-ი რუსეთში ჩინეთის გავლით ხვდება“, – აღნიშნა კალასმა.

კალასმა ასევე გაიხსენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობისა და რუსეთში მისი ჯარებისა და ტექნიკის არსებობის მტკიცებულებების შესახებ.

„ჩინეთს თუ მართლაც სურდა ომის მხარდაჭერის შეწყვეტა, ამას ექნებოდა გავლენა“, – აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ორი ჩინელი ჯარისკაცი დაატყვევეს.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც სასწრაფოდ უნდა იყოს განხილული პარტნიორებთან.

თარგმანი: პირველი არხი