საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიდის.
კითხვაზე, როგორ ჩაერთვება ევროკავშირი უკრაინის ომზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, კალასი ამბობს, რომ ბლოკი „სხვადასხვა თანამოსაუბრესთან განიხილავს საკითხებს“.
სამშვიდობო მოლაპარაკებების კომენტირებისას მან თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდა ჯერჯერობით არ არის, რადგან რუსეთი არ მიდის მოლაპარაკების მაგიდასთან.
„მაგიდის ირგვლივ გაგება ასეთია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ წამოაყენონ ყველა სახის მოთხოვნა“, – განაცხადა კალასმა.
თარგმანი: პირველი არხი