რამზან კადიროვის თქმით, გასულ დღეებში მართლაც იმყოფებოდა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, თუმცა იქ ბიძა მოინახულა, ხოლო თვითონ ცოცხალი და ჯანმრთელია. 

ჩეჩნეთის ლიდერი მისი გაუჩინარებისა და ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ხმებს თითქმის 1-წუთიანი ვიდეოთი გამოეხმაურა. ვიდეოზე ჩანს კადიროვის ბიძა მაგომედ კადიროვი, თავად კადიროვი და უკან მდგომი, მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, ადამ დელიმხანოვი.

"ბარემ ჩემი ავადმყოფის შესახებ გავრცელებულ ჭორებსაც გავაკეთებ კომენტარს, ღვთის წყალობით ცოცხალი და ჯანმრთელია და სრულად გაუგებარია ჩემი ავადმყოფობის შემთხვევაშიც რატომ უნდა იყოს ამხელა ხმაური",- წერს კადიროვი.