ჯორჯიის შტატის პროკურორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

პიტ სკანდალაკისმა შეიტანა შუამდგომლობა იმ საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც თავდაპირველად ტრამპი და სხვები ბრალდებული იყვნენ შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შეთქმულებაში. შტატის მიერ წაყენებული ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნების შემდეგ აღძრული ბოლო სისხლის სამართლის საქმე იყო. საქმე თავდაპირველად რაიონულმა პროკურორმა, ფანი უილისმა აღძრა, თუმცა პირადი სკანდალის შემდეგ შტატის უზენაესმა სასამართლომ იგი საქმიდან ჩამოაშორა. უილისი საქმიდან მას შემდეგ ჩამოაშორეს, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განსახილველად დანიშნულ სპეციალურ პროკურორთან რომანტიკული ურთიერთობა „შეუსაბამობის შთაბეჭდილებას“ ქმნიდა.

სკანდალაკისმა, არაპარტიული სააგენტოს „ჯორჯიის პროკურორთა საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უილისის დისკვალიფიკაციის შემდეგ და სხვა სახელმწიფო პროკურორების მიერ საქმის აღებაზე უარის თქმის შემდეგ, თავად დანიშნა საქმეზე თავისი თავი. 25 ნოემბერს ფულტონის ოლქის მოსამართლისთვის წარდგენილ შუამდგომლობაში სკანდალაკისმა განაცხადა, რომ საქმეს წყვეტდა „სამართლიანობის ინტერესების დაცვისა და სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგის ხელშეწყობის მიზნით“.

თარგმანი: პირველი არხი