ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე და კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, -  წერს ამერიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს

"მადლიერი ვარ, შევხვედროდი დონალდ ტრამპს. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე და კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მე მას ასევე გავუზიარე "საქართველოს მეგობრების" წერილი" - წერს ჯო უილსონი.