შეერთებული შტატების კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს.
„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადების ხელმძღვანელი. მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ სამიტის შეხვედრებისგან ივანიშვილის რეჟიმთან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“ - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
I am grateful to lead this statement of the International Friends of Georgia. We call on all free governments to refrain from senior meetings with the Ivanishvili regime until it agrees to hold free and fair elections. We also call for unified sanctions against the regime. pic.twitter.com/K8sa1lRF5v
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 8, 2025
ამერიკელი კონგრესმენის მიმართვას შეერთებული შტატებიდან უერთდებიან:
სტივ კოენი - კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე
რიჩარდ ჰადსონი - კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ წევრი
მარკ უიზი - კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ წევრი
დევიდ კრემერი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწეე 2008009 წლებში, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი 2010-2014
წლებში, შემდეგ ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის თანამშრომელი, ამჟამად კი ჯორჯ ბუში-უმცროსის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
იან კელი - აშშ-ის ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში
კენეტ იელოვიცი - აშშ-ის ელჩი საქართველოში 1998-2001 წლებში
რენდი შონემანი - ჯორჯ მაკ-კეინის ყოფილი თანშაშემწე, საქართველოს ანაზღაურებადი ლობისტი 2012 წლამდე, ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი
ეველინ ფარკაში - 2012-2015 წლებში თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ლორა თორტონი - NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი 2014-2020 წლებში, ამჟამად ჯორჯ მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი
ბენ ჰოჯესი - აშშ-ის სახმელეთო ჯარების ევროპაში მეთაური 2012-2018 წლებში
გარი ჯეიმს შმიტი - სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი, სენატის დაზვერვის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი (1982-1984) და პრეზიდენტის საგარეო დაზვერვის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი (1984-1988) აღმასრულებელი დირექტორი.
მასალა შეივსო და გამოქვეყნდა 9 იანვრის 12:32 საათზე აქ.