დროა ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, — ამის შესახებ X-ზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.
"დროა ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს. მოვუწოდებ ნატოს მოკავშირეებს მოხსნას ბლოკი!", — წერს ჯო უილსონი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ტვიტს აზიარებს, სადაც კაია კალასი წერს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისში მოხდა, მიუღებელია.
It is high time for the EU to sanction Illegitimate Ivanishvili and his cronies who rigged the October election and are now brutally cracking down on the Georgian people. Sadly, Hungary and Slovakia are misguidedly blocking sanctions. I urge these NATO allies to lift their block! https://t.co/UeHtWjrA6a
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 2, 2025