მადლობელი ვარ, რომ PACE-მ იზოლაციაში მოაქცია "ოცნების" არალეგიტიმური დელეგაცია, ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია "ქართული ოცნების" არალეგიტიმური დელეგაცია. ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს! ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია", - წერს ჯო უილსონი.
I am grateful that @PACE_News has rejected and isolated the illegitimate Georgian Dream delegation. All institutions and countries must! The only way forward is free and fair elections.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 1, 2025