აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდის.
"ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახი და მისი ახლო მეგობრები. აშშ–ს შეუძლია მეორადი სანქციებით დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
I call on the EU and the UK to sanction Bidzina Ivanishvili, his immediate family, and his cronies. The United States can help with secondary sanctions on institutions managing his illicit wealth. Trump will fix it.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 28, 2025