აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რთულ მდგომარეობაშია.

მისი თქმით, უკრაინას აქვს „გამარჯვების რეალური შანსი“, თუ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება.

"პუტინი ახლა მძიმე მდგომარეობაშია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მას არ ჰქონდეს ამოსუნთქვის საშუალება, რათა კვლავ არ გააგრძელოს ისეთი საშინელი ქმედებები, როგორსაც აკეთებს", – განაცხადა ჯო ბაიდენმა.