ასეთი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Bet News-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ოთხშაბათს, Bet News-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუდან ამონარიდში, ბაიდენს ეკითხებიან, არის თუ არა რაიმე, რაც მას აიძულებს შეწყვიტოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში.
თუ მე რაიმე დაავადება აღმომაჩნდებოდა, ექიმები მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ თქვენ გაქვთ ეს დაავადება და ეს პრობლემაა, ასეთ შემთხვევაში მე განვიხილავდი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში მონაწილეობის შეწყვეტის შესაძლებლობას, - უპასუხა ჯო ბაიდენმა.
Bet News-ის მიერ ინტერვიუდან ამონარიდის გამოქვეყნებამდე ცოტა ადრე ჯო ბაიდენს კიდევ ერთმა დემოკრატმა, წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელმა ადამ შიფმა მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დატოვებისკენ.