"ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. არ არსებობს ტერორისტული თავდასხმების გამართლება და ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის მტკიცე და ურყევი, - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას.
"ისრაელის ხალხი ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ მოწყობილი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ამ ტრაგედიის დროს, მინდა მივმართომათ, მთელს მსოფლიოს და ტერორისტებს ყველგან, აშშ ისრაელის გვერდით დგას. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ ექნებათ დახმარება, რომელიც მათ მოქალაქეებს სჭირდებათ და დავრწმუნდებით, რომ მათ შეუძლიათ, გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი." - განაცხადა ბაიდენმა.
მისი განცხადებით, დარჩება მჭიდრო კონტაქტზე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელსაც უკვე ესაუბრა.
„მოდით, არ იყოს რაიმე შეცდომა, აშშ ისრაელის სახელმწიფოს გვერდით დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.