ასობით ადამიანია დაღუპული და დაშავებული ღაზას სექტორიდან სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ათიათასობით რაკეტის და „ჰამასი" მებრძოლების ისრაელურ დასახლებებში შეჭრის შედეგად.  

timesofisrael-ის ცნობით, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 779-ზე მეტი დაშავდა.

პალესტინის მედიის ცნობით, დღეს დილიდან ღაზას სექტორის საავადმყოფოებში 1000-ზე მეტი დაჭრილი მოათავსეს. გარდაცვლილია 160 ადამიანი. 

„ჰამასი" ამტკიცებს, რომ ტყვედ აიყვანა ისრაელის რამდენიმე ჯარისკაცი. ვრცელდება ინფორმაცია ისრაელური დასახლებებიდან მძევლების აყვანის შესახებ.