აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "უახლოეს მომავალში" არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის მეორე მხარის პირობები მშვიდობისთვის, მათზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა და ამ სასტიკი კონფლიქტის შეწყვეტა. ეს ომი არსად მიდის. ის უახლოეს მომავალში არ დასრულდება", – აღნიშნა ვენსმა ინტერვიუში.
ამასთან, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა არავის შეუძლია.