აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ, გრენლანდიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი სუსანა მეიერსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამის მიზეზი სუსანა მეიერსის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილი გახდა, რომლითაც ის ჯეი დი ვენსის გრენლანდიაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებისგან დისტანცირებას ცდილობდა.

წერილში მეიერსი ამტკიცებს, რომ ვენსის კომენტარი არ გამოხატავს სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა პოზიციას.

როგორც აშშ-ის კოსმოსური ძალების ოპერაციების ცენტრში განაცხადეს, მეიერსი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც მან, როგორც ხელმძღვანელმა დაკარგა ნდობა.

პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობისთვის ძირის გამოთხრა მიუღებელია და არ იქნება შეწყნარებული.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი გრენლანდიას მარტში ესტუმრა. ჯეი დი ვენსმა ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დანიამ ვერ გააკეთა საკმარისი გრენლანდიელებისთვის და ვერ დახარჯა საკმარისი კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავე ვიზიტის დროს ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურს.

აშშ-სთვის გრენლანდია დიდი ხანია წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას. აშშ-ი წლებია ინარჩუნებს კუნძულზე სამხედრო წარმომადგენლობას.

თარგმანი: პირველი არხი