აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ იმ ტერიტორიის ნაწილის დათმობა, რომელსაც თითოეული მხარე ამჟამად აკონტროლებს, ასევე საუბარია კონფლიქტის გაყინვაზე ამჟამინდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მისივე თქმით, სადემარკაციო ხაზი, სავარაუდოდ, ზუსტად არ დაემთხვევა ახლანდელ ფრონტის ხაზს, მაგრამ ახლოს იქნება.

"საბოლოოდ, კონფლიქტში ახალი ხაზები გაივლება არსებული ფრონტის ხაზებზე ან სადღაც მათთან სიახლოვეს", - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მკვლელობების შესაჩერებლად, ორივე მხარემ უნდა "დაყაროს იარაღი, გაყინოს ეს ყველაფერი და დაიწყოს რეალურად უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობა".