კანადაში ვირუსულად გავრცელდა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ფოტო, რომელიც გადაღებულია მის შემცვლელ მარკ კარნისთან შეხვედრის შემდეგ, რომელზედაც განიხილეს ძალაუფლების გადაბარების საკითხი.
შეხვედრის შემდეგ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალაუფლების გადაცემა იქნება "მსუბუქი" და "სწრაფი".
იმავდროულად Reuters-ის ფოტოგრაფმა გადაიღო კადრი - ტრიუდოს თან მიაქვს სავარძელი და ენას უყოფს კამერას.
ფოტომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სოციალურ მედიაში: ბევრმა შეაქო ტრიუდო იუმორის გრძნობისთვის, ზოგიერთმა კი გააკრიტიკა.