კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადა ყოველთვის უკრაინის მხარდამჭერი იქნება. ტრიუდოს ვიდეომიმართვის დეტალებზე The Hill წერს.
"კანადა და ჩვენი მოკავშირეები ცალსახად დგანან ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური, უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ. მოუთმენლად ველოდები ჩემს ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ უკრაინის და იმ წესების დასაცავად დგომას, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს", - თქვა ტრიუდომ.
მისი თქმით, უკრაინელები იბრძოდნენ და დაიღუპნენ არა მხოლოდ თავიანთი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ისინი ასევე იბრძვიან წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასაცავად, რომელიც თითქმის 80 წლის განმავლობაში იცავდა ყველას უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში.
ტრიუდომ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და დაწერა: "კანადა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება".