კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ერთი თვით გადადებს კანადურ იმპორტზე გამოცხადებული ტარიფების შემოღებას.

"დაწესებული ტარიფები სულ მცირე 30 დღით შეჩერდება, ვიდრ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ," - წერს ტრიუდო Х-ზე.

ტრიუდომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "პროდუქტიული საუბრის" შემდეგ, ქვეყნები აძლიერებენ ზომებს ორგანიზებული დანაშაულის, ფენტანილისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კანადა აძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას.

"კანადა ახორციელებს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის დაცვის გეგმას, აძლიერებს მას ახალი ვერტმფრენებით, ტექნოლოგიებით, მეტი პერსონალით, გაზრდილი კოორდინაციით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და დამატებითი რესურსებით ფენტანილით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაახლოებით 10 000 პერსონალი ადგილზე იქნება ჩვენი საზღვრის დასაცავად", - განაცხადა ტრიუდომ.

ტრიუდომ განაცხადა ახალი პოზიციის შექმნა, რომელიც აკონტროლებს ძალისხმევას ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ჩვენ ვაპირებთ... დავამატოთ მექსიკური კარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად, უზრუნველვყოთ საზღვრის 24-საათიანი მეთვალყურეობა და შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეერთებულ შტატებთან ორგანიზებული დანაშაულის, ფენტანილისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად. მე ასევე ხელი მოვაწერე ახალ დირექტივას სადაზვერვო სააგენტოებისთვის, რომელიც ორიენტირებულია ორგანიზებულ დანაშაულსა და ფენტანილზე, რისთვისაც გამოიყოფა 200 მილიონ დოლარი", - განაცხადა ტრიუდომ.