რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემამ შესაძლოა, აშშ-რუსეთის ურთიერთობები და სამშვიდობო პროცესი დააზიანოს.

როგორც უშაკოვი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსულ ძალებს ამჟამად უკრაინის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ „სრული სტრატეგიული ინიციატივა“ აქვთ.

უშაკოვის თქმით, ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილ ახალ სამიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი უძღვის წინ.

პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი, რომელიც შორის ორ საათზე ოდნავ ნაკლები გაგრძელდა, რუსეთის ინიციატივით შედგა. ამასთან, უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტი ტრამპმა შესთავაზა და ისიც ინიციატივას მაშინვე დათანხმდა.

თარგმანი: პირველი არხი