ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ტრაგედია იტალიის ქალაქ სეტიმო ტორინეზეში, შობის დღესასწაულის აღსანიშნავი სადილობისას მოხდა. 47 წლის მამაკაცი მშობლებთან ერთად საშობაო სადილზე იმყოფებოდა (ზოგიერთი ცნობით, მშობლების სახლში, ზოგიერთი ცნობით კი მათთან ერთად, რესტორანში - „აიპრესი“), როდესაც მან ტრადიციული საშობაო პანეტონეს ლუკმა ვერ გადაყლაპა და გონი დაკარგა. ოჯახის წევრებმა და ყველაფერი იღონეს დასახმარებლად, მაგრამ ვერც ისინი და ვერც გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მისული მაშველები ვერაფერს გახდნენ და მამაკაცი დაიხრჩო. 

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ „ტრადიციული საშობაო დესერტის  ტექსტურა შეიძლება პრობლემა იყოს და არა მხოლოდ ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის. ის საშიშად ითვლება დახრჩობის რისკის გამო დაუცველი ჯგუფებისთვის (ბავშვები, მოხუცები, ყლაპვის გაძნელების მქონე პირები), ასევე მათთვის, ვისაც შეზღუდული ნერწყვდენა აქვს. ეს განპირობებულია მისი წებოვანი კონსისტენციით, რაც გამოწვეულია შაქრისა და ცხიმის (ზეთის) მაღალი შემცველობით, ასევე საფუვრის ნამცეცების თვისებებით: მას შეუძლია მიეკროს სასუნთქი გზების კედლებს, რაც ართულებს მის ამოღებას ხველის დროსაც კი“, - წერს Quotidiano Nazionale.