ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, დონეცკის ოლქის რაიონებში და სვატოვო-კრემენიას ხაზის გასწვრივ რუსეთის შეტევით ოპერაციას ჯერ მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი აქვს, რომელსაც ოპერატიული მნიშვნელობა არ გააჩნია.
ISW-ში ამბობენ, რომ ყველა რუსული ფორმირება, რომელიც ომის პირველ ეტაპზე მოქმედებდა, ბრძოლისუუნარო გახდა და ისინი რუსეთმა, ფაქტობრივად, მობილიზებული პირების ხარჯზე აღადგინა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსმა სამხედროებმა, მცირე დროის გამო ვერ შეძლეს მობილიზებული პირადი შემადგენლობის მომზადება ეფექტიანი მექანიზირებული შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად.
შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, საბრძოლო მასალებისა და სხვა მატერიალური საშუალებების დეფიციტი, სავარაუდოდ წარმოადგენს რუსეთის ძალების მექანიზირებული მანევრების ტაქტიკის არაეფექტიანობის მიზეზს.
ამიტომ ანალიტიკოსების აზრით, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ბახმუტის რაიონიდან შეტევის გაფართოებას საომარი მოქმედებების უფრო ფართო ტერიტორიაზე, რადგან ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი ბახმუტში იყენებს, მეტად შეესაბამება მჭიდრო ურბანულ გარემოს, ასევე რუსეთის ჯარს არ ყოფნის ელიტური დანაყოფები, რომელიც აუცილებელია უფრო მასშტაბური შეტევისთვის უკრაინის აღმოსავლეთში.