ისრაელმა ღაზას 30 პალესტინელის ცხედარი გადასცა. როგორც CNN ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ცხედრების ნაწილს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
CNN-ის ცნობით, უცნობია, სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ პალესტინელები.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი დათანხმდა, რომ 360 პალესტინელის ცხედარი გადაეცა ღაზისთვის. ისრაელი მათ "ღაზელ ტერორისტებად" მოიხსენიებს.