ისრაელმა დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტი აღიარა, – წერს The Time of Israel.
გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაროკოს შესაბამისი აღიარებით წერილი გაუგზავნა.
მანამდე სამეფოს სასახლემ განაცხადა, რომ ისრაელი აღიარებს მაროკოს კონტროლს სადავო რეგიონზე და განიხილავს იქ საკონსულოს გახსნას.
"ისრაელი ადასტურებს მაროკოს მთავრობის განცხადების დეტალებს", - ნათქვამია პრემიერის ოფისის შეტყობინებაში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენიც მიესალმება ამ ნაბიჯს.
"მივესალმები პრემიერ–მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომელიც აღიარებს მაროკოს სუვერენიტეტს დასავლეთ საჰარაზე. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაძლიერებას ქვეყნებსა და ხალხებს შორის, ასევე გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაღრმავების მიზნით", - თქვა მან.