ისრაელის საჰაერო ძალებმა, დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, ბეირუთში "ჰეზბოლას" რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე დარტყმების ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო ის სამეთაურო ცენტრიც, რომელსაც "ჰეზბოლას" საჰაერო დანაყოფი იყენებდა.
"ჰეზბოლა" იმ სამეთაურო ცენტრების, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად გამოყენებას გეგმავდა", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.








