ისრაელის უსაფრთხოების  კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობას უფლება მისცა ჩაატაროს მასშტაბური სამხედრო ოპერაციები.

გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ძლევამოსილ შურისძიებას“ მიმართავს იმ მასშტაბური თავდასხმის გამო, რომელიც მოძრაობა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს დაიწყო.