ყოფილი ფეხბურთელი, 43 წლის ლიორ ასულინი „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

თელ-ავივის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელი" აცხადებს, რომ „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექს-ვარსკვლავი ლოი ასულინი, რომელიც 7 ოქტომბერს, საზღვართან მდებარე რეიმის სამხედრო ბაზის მახლობლად იმყოფებოდა ფესტივალზე.   

მისი გაუჩინარებიდან მრავალი საათის შემდეგ შეგვატყობინეს და დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ რეიმში ფესტივალზე მყოფი ჩვენი ყოფილი მოთამაშე ლიორ ასულინი ტერორისტებმა მოკლეს - აცხადებს „ჰაპოელი".

 ლიორ ასულინი ქართულ სპორტულ პრესაში 2008 წელს კურიოზული შემთხვევის გამო მოხვდა.

„ფეთაჰ თიქვის „მაკაბის“ ვარჯიშზე უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.
ისრაელის კლუბის ფეხბურთელმა ლიორ ასულინმა თანაგუნდელი
გოლკიპერი დუდი ხანანიშვილი დაკბინა. ასულინი მეკარეს ორი გაშვებული გოლის გამო გაუბრაზდა და შეხლა-შემოხლის დროს ხანანიშვილს პირდაპირ კისერზე, უკბინა. მართალია, მოგვიანებით ასულინმა დაკბენილ პარტნიორს ბოდიში მოუხადა, მაგრამ მაინც მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევს", - წერდა „სარბიელი" 2008 წლის 2 ოქტომბერს.