ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ მძიმე შეცდომის დაშვებასთან ახლოსაა და ეს შეცდომა შესაძლოა, ბეირუთის მოსახლეობის სახლებიდან გაქცევით დასრულდეს".

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს.

"მე ვეუბნები ლიბანის მოქალაქეებს, რომ უკვე ვხედავ ღაზაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. „ჰეზბოლა“ ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება, მოხდეს და ის შეცდომებს უშვებს. ისინი, ვინც ამ შეცდომის ფასს გადაიხდიან, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ“, – განაცხადა გალანტმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების მონახულებისას.

მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები ღაზას სექტორში ამჟამად თავისი ძალის მეათედზე ნაკლებს იყენებს.