ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, შესაძლოა სამ თვეს გაგრძელდეს, თუმცა, ეს იქნება ბოლო ოპერაცია "ჰამასის" გასანადგურებლად.
"ეს უნდა იყოს ბოლო სახმელეთო მანევრი ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ "ჰამასი" არ იქნება. დასჭირდება ერთი თვე, ორი თვე, სამი, მაგრამ საბოლოოდ, "ჰამასი" აღარ იქნება", - ამბობს გალანტი.
"ვიდრე მტერი ჯავშანსატანკო და სახმელეთო ჯარებს შეხვდება, საჰაერო ძალების ბომბებთან მოუწევს შეხვედრა", - განაცხადა გალანტმა.