ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის ცნობით, ღაზას სექტორში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის ქვეშ აღმოჩენილია ქარხანა, რომელიც რაკეტებსა და იარაღს აწარმოებდა.

"188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა რაკეტებსა და იარაღს. მინდა, კარგად გაიაზროთ, ზაიტუნის რაიონში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში, ჩაატარეს ჩხრეკა, დარწმუნდნენ, რომ იქ არ იყო მახეები. შემდეგ კი მიაგნეს გვირაბის თავსა და კიბეს. მიწისქვეშ მათ დახვდათ რაკეტების და იარაღების საწარმო. ტერორისტები რაკეტებს მეჩეთში აწარმოებდნენ. ისინი ისლამს და ისლამის სიმბოლოებს ტერორის შესაქმნელად იყენებდნენ!" - თქვა ჰაგარმა.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენებია ქალაქ ღაზაში, ზაიტუნის რაიონში, მეჩეთის ქვეშ მდებარე იარაღის ლაბორატორია.