ირანული მედია, Iran International საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა, აირჩია.
მედიის ცნობით, მოჯთაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლის ფონზე მოხდა.
ამავე ცნობას ავრცელებს ისრაელის მედიაც. Ynet წერს, რომ ასამბლეა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად მომდევნო საათებში გამოაცხადებს.
აქამდე ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ექსპერტთა ასამბლეის წევრები არ იმყოფებოდნენ ქალაქ ყუმსში მდებარე შენობაში, რომელზედაც დღეს ისრაელმა იერიში მიიტანა. მათი ცნობით, ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერს მალე დაასახელებდა.
ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-სა და ისრაელის პირველი იერიშების შედეგად მოკვდა.








