ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმა ღაზას სექტორში მოქმედი სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჯარები შეტევაზე გადადიან. მიმართვის ჩანაწერი გამოქვეყნდა ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე, ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.

„ჩვენ ვიწყებთ შეტევას „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ღაზას სექტორში. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - გამარჯვება“, - თქვა ფინკელმანმა მიმართვაში.

იარონ ფინკელმანმა განცხადებით, ჯარისკაცები „იბრძოლებენ პროფესიონალურად“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრინციპების დაცვით. "მთავარია ამოცანისადმი ერთგულება და გამარჯვების სურვილი", - თქვა მან.

„ჩვენ ვიბრძოლებთ ჩიხებში, გვირაბებში, ვიბრძოლებთ იქ, სადაც საჭიროა. ჩვენ დარტყმას მივაყენებთ საშინელ მტერს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“, - თქვა ფინკელმანმა.

თავის მიმართვაში მან ისრაელელ სამხედროებს "გამარჯვების თაობა" უწოდა და მოუწოდა მტერი გატეხონ.